– გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც, განსაკუთრებით უხვად კი – ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი

გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი – ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი,- ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე 11 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ევროპელი დეპუტატების სიტყვით გამოსვლას.
„ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას – თავისუფლებად, სიცრუეს – ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს – ქართველი ხალხის სიყვარულად.
გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი – ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი.
და ეს ყველაფერი – ევროპის სახელით”, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ვხედავთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ასეთ ნიუსს, სან-ფრანცისკოში, ქართული ინოვაციების ჰაბი გაიხსნაო. უკაცრავად, ნუთუ მართლა?! ნუთუ ამერიკა კარგია? ნუთუ ამისთვის არ ვართ უკვე მეორე წელია ქუჩაში…

სიმონ ჯანაშია: დღეს ეს ადამიანი, ქვემო ქართლს და შიდა ქართლს რომ ვერ ასხვავებს და ამ დროს სუვერენიტეტზე რომ ლაპარაკობს, მთელი გადაცემა თავს ესხმოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მასწავლებელს… (ვიდეო)