წელს, საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 58%-ით გაიზარდა – სააგენტო

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან -ში ექსპორტირებულია 1 მლნ ლიტრზე მეტი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 58%-ით აღემატება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.
სამინისტროს ინფორმაციითვე, ქართული ღვინო აშშ-ში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე “RAW Wine” იყო წარმოდგენილი, სადაც ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო.
“ღვინის ეროვნული სააგენტოს და აშშ-ში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი რვა კომპანია ქალაქ ნიუ-იორკში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში “RAW Wine 2024” (The Artisan Wine Fair) მონაწილეობდა.