მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას სამშენებლო მასალა, სავარაუდოდ აგური დაეცა.
შემთხვევა გუშინ, 11 ნოემბერს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე, ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ინფორმაცია თავდაპირველად რადიო მარნეულმა გაავრცელა.