შვედი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შვედური ონლაინ სამოგზაურო ჟურნალის Freedom Travel.se-ის რედაქტორებსა და ბლოგერს უმასპინძლა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მისი თქმით, გამოცემას სკანდინავიის ქვეყნებში 1.5 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.
„პრესტური შვედეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა.
პრესტურის ფარგლებში შვედური მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, თელავი, ყაზბეგი, უფლისციხე, ბორჯომი და მოინახულეს. უცხოური მედიის წარმომადგენლები ქართულ გასტრონომიას, ღვინოს, სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებს, სამთო კურორტებსა და კულტურულ ტურიზმს გაეცნენ.
მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ, როგორც Freedom Travel.se-ის მკითხველებისთვის, ასევე სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ქართულმა მხარემ დამალა ჩორჩანაზე ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის პოზიციები, გასაგებია რატომაც – კოჩიევის შეფასებით, უკვე არსებობს გარკვეული პოზიტიური ძვრები, რის დასტურადაც მოჰყავს გახარიას მიმართ დაწყებული დევნა