“აფხაზებო, გაიღვიძეთ, 37 წელი იწყება” – ოკუპირებულ სოხუმში

ოკუპირებულ სოხუმში, ხალხმა გუმისთის ხიდი გადაკეტა. მანამდე, ე.წ. უსაფრთხოების სამსახურთან იყვნენ მობილიზებილნი და ჭიშკრის შემტვრევას ცდილობდნენ, რასაც დაკავებების მეორე ტალღა მოჰყვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.
მიზეზი რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებაა, რომლითაც, აფხაზების თქმით, რუსეთზე გაყიდული და დამოკიდებული ხდება
მანამდე ე.წ. ოპოზიციამ 15 ნოემბერს საპროტესტო აქციის ჩატარება დააანონსა, ამ დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას გეგმავს.
ამის შემდეგ, ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია გუდაუთიდან, შეკრებიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.
პროტესტის მეორე ტალღა მოჰყვა სწორედ ბჟანიას მიერ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების ბრძანების გაცემას.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ფხაზეში ორი საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი მწყობრიდან გამოვიდა და სოხუმი ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე დარჩა.
ვრცელდება კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ გუდაუთიდან სოხუმში რუსული სამხედრო ტექნიკა შეყავთ.
“ძალით უნდათ შეგვაშინონ… ხალხი ფეხზე უნდა ადგეს. თუ არადა, მოდი, ყველაფერი მივყიდოთ, ეს საფლავებიც… დღეს ბიჭებს ისე დაესხნენ თავს და ისე დააკავეს, თითქოს ნარკობარონები იყვნენ. ეს ტერორია. აფხაზებო, გაიღვიძეთ, 37 წელი იწყება. პოლიტოკოსები პოლიტიკური მოტივით დააკავეს. ყველას უნდა გესმოდეთ, იწყება 37 წელი, ყველას დაიჭერენ, ყველას დააშინებენ.” – ამბობენ აქციის მონაწილეები.
წყარო – გამოცემა თაიმერი