“გამოძიების გარეშე, ევროკავშირი ვერ აღიარებს ამ არჩევნებს” – საქართველოს პარტნიორების პირობა

როცა ევროპელი პარტნიორები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას არ ულოცავენ, „გაყალბების სერიოზულ ეჭვებზე“ ლაპარაკობენ და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ, „ოცნება“ 8 ევროპული ქვეყნის კანონმდებლების დელეგაციას შეხვედრაზე უარს ეუბნება.

„ჩვენ აქ ვართ, რადგან ძალიან შეშფოთებული ვართ თ და საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული პოლიტიკით. საქართველოს ბოლო არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი“, – განაცხადა გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხაელ როთმა, 11 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ევროპელმა კანონმდებლებმა არაერთხელ თქვეს, რომ მათ მხოლოდ საქართველოს დახმარების სურვილი ამოძრავებთ.

ვიზიტის პირველ დღეს, პარლამენტის შენობასთან, კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

ვრცლად