ნანა მალაშხია – ერთად აუცილებლად დავდებთ შედეგს, ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი, ეს არ ჰგავს 2020 წლის ს შემდგომ პერიოდს

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არიან ცოტა იმედგაცრუებულები, მე ვთავაზობ მათ, რომ მოვიდნენ აქციაზე, დაიმუხტონ ენერგიით და ერთად აუცილებლად დავდებთ შედეგს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნანა მალაშხიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.
მალაშხიას თქმით, მიტაცებული ს დაბრუნების მთავარი ღერძი სწორედ ქუჩის პროტესტია.
“არჩევნები არის მიტაცებული და ამ დროს, სამოქალაქო წინააღმდეგობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რაც არ უნდა გაყალბებული არჩევნების არაღიარების პოლიტიკა იყოს, რაც ნამდვილად არის დღეს, ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია აქციაზე ყოფნა. ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა ვერ გააკეთებს. ჩვენს პროტესტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ქუჩის პროტესტი არის მთავარი ღერძი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არიან ცოტა იმედგაცრუებულები, მე ვთავაზობ მათ, რომ მოვიდნენ აქციაზე, დაიმუხტონ ენერგიით და ერთად აუცილებლად დავდებთ შედეგს. ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი, ეს არ ჰგავს 2020 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდს”, – განაცხადა ნანა მალაშხიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – თუ ეს ისეა, როგორც გადმოსცემენ, მაშინ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმია – ვის აწყობდა ეს? ვის სჭირდებოდა ეს? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას

გივი მიქანაძე – საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია – განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება