ვის შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვის მოთხოვნით – ლევან ალაფიშვილი

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, თუ ვის შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვის მოთხოვნით:
,,პოლიტიკური პარტიის აკრძალვის (შექმნის ან საქმიანობის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების) მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლია
პრეზიდენტს
მთავრობას
პარლამენტის არანაკლებ 30 წევრს
პარტიის აკრძალვა შეიძლება თუ
პარტიის მიზანია სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა,
პარტიის მიზანია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა,
პარტიის მიზანია ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა,
პარტია ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას,
პარტია აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს,
პარტია ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ