ევროკავშირმა უკრაინას საარტილერიო ჭურვები მიაწოდა

ევროკავშირმა უკრაინას 980 000-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი მიაწოდა, – ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ვიცი, რომ ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, რომ ამ დონეს გაზაფხულამდე მივაღწევდით და ჩვენ ეს ვერ შევძელით, მაგრამ ამის გაკეთება წლის ბოლომდე შეგვიძლია“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ცნობისთვის, ევროკავშირი უკრაინისთვის 1 მილიონი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას მიმდინარე წლის მარტისთვის გეგმავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – 4 ოქტომბერს იქნებოდა ძალიან კარგი სურათი, თუ თბილისის ქუჩები სავსე იქნებოდა ხალხით, ასი ათასობით ადამიანით იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების” საარჩევნო უბნებზე იქნებოდა სიცარიელე

გიორგი ბარამიძე – 4 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნები კი არა, სპეცოპერაცია ტარდება და ვინც მიიღებს მონაწილეობას, „ქოცების“ საქმის გამკეთებელია – ჩვენ შევუერთდებით საერთო სახალხო პროცესს, პაატა ბურჭულაძის პოზიცია ჩვენთვის მისაღებია