„ჰეზბოლას“ პრესსპიკერი – ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია, – ამის შესახებ „ჰეზბოლას“ პრესსპიკერმა, მუჰამედ აფიფმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემი ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ლიბანში ოფიციალური არაფერი მიგვიღია. მჯერა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ დაკვირვების, საწყისი იდეების წარდგენისა და წინმსწრები დისკუსიების ეტაპზე ვართ, მაგრამ ფაქტობრივი ჯერ არაფერია“, – განაცხადა „ჰეზბოლას“ პრესსპიკერმა.
მანამდე, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია.
„პროგრესი მიღწეულია. მთავარი გამოწვევა მიღწეული შეთანხმებების შესრულება იქნება“, – აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში