გაეროს კლიმატის კონფერენცია ბაქოში: “სიმართლის მომენტი”

გაეროს მსოფლიო კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP29) ხელმძღვანელმა ბაბაევმა მონაწილე ქვეყნებს მიმართა, შეხვედრა აზერბაიჯანში „სიმართლის მომენტად“ განიხილონ.
მსოფლიო განადგურების გზაზეა, განაცხადა ბაბაევმა ბაქოში, კონფერენციის გახსნაზე.
კლიმატის ცვლილების შედეგად უკვე დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მეტი სჭირდებოდათ, ვიდრე თანაგრძნობა და ლოცვა, – თქვა მან.
კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია, – COP29 (Conference of the Parties) – 11 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე იმუშავებს.
კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მასპინძლობენ.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – მოლოდინი არ მაქვს, რომ ელიზბარაშვილს ბრალი დაუმძიმდება, პირიქით, ველოდები, რომ შალვა კუჭაშვილს წარუდგენენ ბრალს ძალადობის მუხლით – ელიზბარაშვილს ჰქონდა დაზიანებები და ჩავატარეთ ექსპერტიზა