ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:
,,ხოდა….
აი ძალიან სასაცილოდ მიმაჩნია, აქ სოც.ქსელების საშუალებით ბიძინა ივანიშვილისთვის რაიმე სახის რჩევების მიცემა.
არგუმენტი:
ადამიანმა შეძლო შეუძლებელი 2012 წლამდე, როდესაც შიმშილისგან იხსნა ათასობით ინტელიგენციის წარმომადგენელი(მართალია,მათ მადლობის თქმა დაავიწყდათ)
2012-ში ფაქტიურად ჯიბეში ჩადებული გამარჯვება ააცალა ნაცჯალათებს და მათ “დიიდ” პატრონებს.
საკუთარი იმიჯის და ფინანსების რისკის ფასად არ დაუშვა ომი საქართველოში,
მაიმუნად აქცია სააკაშვილი, რომელსაც საკუთარი ხელით და ამოჭრილი კუჭით დააშლევინა და დააფლეთინა ოპოზიცია.
ბიძინა ივანიშვილმა 2024-ის ისტორიული არჩევნების წამებში გათვლილი დროით და მომენტით, მასტერკლასი ჩაუტარა სრულიად გლობალური ომის პარტიას და მსოფლიოს, თემაზე:
როგორ უნდა გიყვარდეს დედა სამშობლო.
პარალელურად, დიდი დაფინანსების და ხელშეწყობის შედეგად არ დარჩა სპორტული მოედანი,რინგი, ტატამი,ბილიკი, დაფა თუ აუზი,სადაც ქართველმა სპორტსმენებმა არ “დაღეჭეს” მოწინააღმდეგე!
ერმა დაიბრუნა გამარჯვების აურა!!!!
და ბოლოს წლის ანეკდოტი: პროცენტებით უკმაყოფილო მამუკა ხაზარაძე– სექტანტებთან ერთად, ღვთის გლახასავით მობოდიალე თბილისის ქუჩებში, იმ იმედად, რომ საცობს შექმნიან და დისკომფორტის გამო ხალხს მთავრობას აგინებინებენ..
მოკლედ, იმათაც აწყევლინეს თავი, ვისაც ღრმად “ეკიდათ”…
ხოდაა… ქე, რომ აშშს-თან ემზადება “გადატვირთვისთვის”, ევროპასთან საკუთარი იდენტობით ქვეყნის წინსვლისთვის, ჩინეთთან აბრეშუმის გზის აღდგენისთვის, რუსეთთან “კაჩაობის” გარეშე დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისთვის და 2030-ში საქართველოს გაბრწყინებისთვის, ჩვენ ვასწავლით რიგითობა, როდის რა ქნას?
კაცი ბეწვის ხიდზე უმაშველოდ სიარულის დიდოსტატია!
P.S. მოვიდა ინფორმაცია, როგორ უტალახებენ “მიმღებს”, ეძებენ მისასვლელ გზებს, ვაზელინით ხელში
მავანნი,
მავანნი და მავანნი….
მაგრამ
რაც გინახავთ,ვეღარ ნახავთ!“