“ვენეციის კომისიის” დასკვნა პირდაპირ მიუთითებს, რომ იურიდიულ პირებს უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება – დავით მათიკაშვილი

პარტიების დაფინანსების ცვლილებაზე კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. განხილვას ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი დეპუტატი ესწრებოდა. მომხსენებელმა დავით მათიკაშვილმა კოლეგებს უმრავლესობის ინიციატივით მომზადებული ცვლილებები გააცნო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილმა განმარტა, რომ სიახლე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა.
“ამ საკითხის შემადგენელი ნაწილი, ჯერ კიდევ 12-პუნქტიან გეგმასთან მიმართებით იყო დეოლიგარქიზაციის გადაწყვეტილება, პუნქტი, რომელიც იყო თვითონ ჩვენი ევროპელი კოლეგების მიერ შემოთავაზებული. “ვენეციის კომისიის” დასკვნა პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ მიზნით იურიდიულ პირებს უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. მთავრობის მიერ გამოცხადებული სტრატეგიიდან გამომდინარე ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას იქნეს ამოღებული შესაძლებლობა იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების. იქნება კარგი, მართებული და პოზიტიური, თუკი ასეთ ცვლილებებს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიცია დაუჭერს მხარს,”- განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებებით პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ, იურიდიულ პირებს კი პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ. ცვლილებებს ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა

წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც “ქართული ოცნების” ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა