თავისუფლების მოედანზე, სადაც ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა

სოციალურ ქსელში, ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის გამო, თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში 26 ოქტომბრერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
ისინი საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს არჩევნების მოთხოვნით პლაკატები აქვთ გაშლილი. გარდა ამისა, მათ ადგილზე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშაც აქვთ მიტანილი. აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. თუ როგორია საპროტესტო აქციის მონაწილეების სამოქმედო გეგმა, ამ ეტაპზე უცნობია, რადგან ორგანიზატორების განცხადებით, მათ აქციის მონაწილეებს ეტაპობრივად გააცნობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გამყრელიძე – „გაპრეზიდენტების“ შემთხვევაში, მარატ კამბოლოვი მზად იქნება ხელი მოაწეროს ყველაფერს, მათ შორის რუსეთის სივრცეში ანექსირებას – ეს ძალიან დიდი ინსტრუმენტია რუსეთის ხელში, მორჩილებაში ამყოფოს საქართველოს ხელისუფლება