თავისუფლების მოედანზე ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან

თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო მარშის მონაწილეები იკრიბებიან.
ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები მოითხოვენ, რომ ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო ჩატარდეს.
მათი შეფასებით, ხელისუფლებამ ქართველ ხალხს “არჩევნები მოჰპარა და ხალხის ხმები გააყალბა”. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ორგანიზატორების განცხადებით, სამოქმედო გეგმას აქციის მონაწილეებს ადგილზე გააცნობენ.
“ხელახალი უნდა ჩატარდეს სამართლიანად და ცესკოს სხვა შემადგენლობით. ისეთ მდგომარეობაში ვართ უკვე, რომ ძალიან რთულია ერთ რამეზე კონცენტრირდე და ერთი მოთხოვნა გქონდეს. ეს აქცია ყველაფერს აერთიანებს, თუმცა ძირითადი მოთხოვნა მაინც რჩება ის, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. როგორც გვითხრეს, პოლიტიკოსებიც შემოგვიერთდებიან.
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გეგმავს აქციას, მთავარია ყველა ერთად ვიდგეთ. ყველანი ერთ საქმეს ვემსახურებით”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თეკლა ვასაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”