კობახიძე ბაქოში, კლიმატის ცვლილებების შესახებ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ბაქოში, კლიმატის ცვლილებების შესახებ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ის პირისპირ შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. გარდა ამისა, ის სიტყვით გამოვა კონფერენციაზე და სხვადასხვა, თემატურ პანელზე.
კლიმატის ცვლილებების შესახებ გაეროს 29-ე კონფერენცია 11-13 ნოემბერს, ბაქოში გაიმართება. Reuters-ის ინფორმაციით, მას დაესწრება თალიბანიც, რომელიც გაეროს უშიშროების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული. გამოცემის ცნობით ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები კონფერენციაზე მასპინძელმა, აზერბაიჯანმა მიიწვია.
“თალიბანს”, რომელმაც 20-წლიანი ომის შემდეგ დაამხო დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლება ავღანეთში, ფორმალურად, არცერთი ქვეყანა აღიარებს.