რა შეთავაზებებს უმზადებს Wowchy მომხმარებლებს “შავი პარასკევისთვის”?

სასაჩუქრე ციფრული ვაუჩერების ონლაინ პლატფორმა Wowchy მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ფასდაკლების პერიოდისთვის, ანუ black friday-სთვის ემზადება.
როგორც ს დამფუძნებელმა, თათია ხაინდრავამ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, კომპანია ბრენდების მიერ შეთავაზებულ ფასდაკლებებთან ერთად, მომხმარებლებს ვაუჩერებზე ფასდაკლებებს შესთავაზებს.
“როგორც იცით, ბრენდები მომხმარებლებს ამ პერიოდში საკმაოდ დიდ ფასდაკლებებს სთავაზობენ. შესაბამისად, ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ მათ ფასდაკლებულ პროდუქციას კიდევ ჩვენი ფასდაკლების შეთავაზება დავამატოთ. მაგალითისთვის, თუ კომპანია 100 ლარის პროდუქციას ფასდაკლებით 80 ლარად შესთავაზებს, ამ 80 ლარს კიდევ ჩვენი ფასდაკლებაც დაემატება, რაც მომხმარებელს მომგებიან პოზიციაში აყენებს. ახლა პროცენტზე ვფიქრობთ, თუ რამდენ ფასდაკლებას გავაკეთებთ”, – ამბობს ხაინდრავა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველო არ არის პროგნოზირებადი, სანამ ჩვენ გვაქვს ასეთი დაპირისპირება, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სანამ ქვეყანა ასეა გახლეჩილი, როცა ერთის პოზიცია რადიკალურად განსხვავდება მეორე მხარეთა პოზიციისგან“ – რომან კაკულია