ყალბი ანგარიშების ორგანიზებული მობილიზება ცესკოს ფეისბუქ გვერდზე – ISFED-ის განცხადება

“სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფეისბუქ გვერდზე მონიტორინგის შედეგად აღმოაჩინა ყალბი ანგარიშების ორგანიზებული მოქმედება. ორგანიზაციის დასკვნით, ყალბი პროფილები ს პოსტებზე ადმინისტრაციისა და მისი ხელმძღვანელი, გიორგი კალანდარიშვილის მხარდამჭერ კომენტარებს წერენ, პარალელურად კი თავს ესხმიან მოქალაქეებს, ოპოზიციურ პარტიებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ასევე, ავრცელებენ ანტიდასავლურ გზავნილებს.
ISFED-ის მონიტორინგის ანგარიშის მიხევდით, ყალბი პროფილები კოორდინირებულად მოქმედებენ – წერენ ბევრ, ერთსა და იმავე შინაარსის კომენტარს; დისკუსიაში შედიან ფეისბუქის რეალურ მომხმარებლებთან, რომლებიც ს დარღვევებზე საუბრობენ, ხშირად – შეურაცხყოფას აყენებენ მათ; დადებითაც აფასებენ არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას და არჩევნების გაყალბების შესახებ მოსაზრებებს არასერიოზულად წარმოაჩენენ.
ISFED-მა დაადგინა, რომ ყალბი პროფილების ავტორები სხვა, რეალური ადამიანების ფოტოებს იყენებენ.
ორგანიზაციის დაკვირვებით, თითოეული ანგარიში ერთ პოსტზე რამდენჯერმე აკომენტარებს – კომენტარების შინაარსი კი ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა სიტყვათწყობა გარკვეულწილად შეცვლილია. ISFED-ში აცხადებენ, რომ ამით ისინი საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.
“არაავთენტური ანგარიშების მიერ აღნიშნული ტაქტიკა აქტიურად გამოიყენება ანონიმურ გავლენის ოპერაციებში. კონკრეტულ პოსტზე სხვადასხვა ანგარიშის მიერ ერთი და იმავე აზრის დაფიქსირებამ სოციალური მედიის მომხმარებელში, შესაძლოა, გააჩინოს აღქმა, რომ საზოგადოების უმეტესობა ასე ფიქრობს. ეს ფსიქოლოგიური მოვლენა Bandwagon Effect-ის სახელითაა ცნობილი, როდესაც განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანები აზრს საჯაროდ აღარ აფიქსირებენ, რადგან სოციალური მიუღებლობისა და ჩაგვრის ეშინიათ.
იდენტური კომენტარების წერის პარალელურად, ყალბი და საეჭვო ანგარიშები ინტერაქციაშიც შედიან იმ ფეისბუქმომხმარებლებთან, რომლებიც ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან კითხვებს სვამენ. მათი მიზანი ამ კრიტიკის არასერიოზულად წარმოჩენა და ცესკოს მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაა. ცალკეულ შემთხვევებში არაავთენტური ანგარიშები ფეისბუქმომხმარებლებს შეურაცხმყოფელი კომენტარებითაც პასუხობენ”, – აცხადებენ ISFED-ში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ცესკოს მხარდამჭერ კამპანიისთვის ყალბი ანგარიშები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც იყო გამოყენებული. მაშინ, აქტიური ანგარიშები დან მართულ სააგენტო “ნიუსფრონტთან” იყო დაკავშირებული.
“ცესკოს ფეისბუქგვერდზე არაავთენტური ანგარიშები ადმინისტრაციის მიმართ პოზიტიური კამპანიის საწარმოებლად აქამდეც გამოიყენებოდა, თუმცა მათი ჩართულობა საარჩევნო დღეებში ნაკლებად ფიქსირდებოდა. არაავთენტურმა ანგარიშებმა პოსტებზე ინტერაქციაში შესვლა განსაკუთრებით აქტიურად ოქტომბრის ბოლოდან დაიწყეს, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების განხილვა აქტიურად დაიწყო”, – აცხადებენ ISFED-ში.
ანგარიშს სრულად შეგიძლია გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: ცესკოს მხარდამჭერი ყალბი ანგარიშების მოქმედება ფეისბუქზე