ბაიდენი ტრამპს თეთრ სახლში 13 ნოემბერს შეხვდება

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ახლად არჩეულ 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თეთრ სახლში, 13 ნოემბერს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესმდივანი კარინე ჟან-პიერი ავრცელებს.
“პრეზიდენტ ბაიდენის მიწვევით, პრეზიდენტი ბაიდენი და არჩეული პრეზიდენტი ტრამპი ოთხშაბათს შეხვდებიან ოვალურ კაბინეტში,” – განაცხადა პრესმდივანმა.
შეგახსენებთ, რომ ბაიდენი ტრამპს გამარჯვების შემდეგ ტელეფონით ესაუბრა, ს მოგება მიულოცა და ძალაუფლების გადაბარების პროცესთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, თეთრ სახლში მიიწვია.
ს ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ