მიხედონ თავიანთ ქვეყანაში ძალიან სერიოზულ შიდა პრობლემებს. ჩვენთან იმეგობრონ, ამისთვის მზად ვართ – ირაკლი კირცხალია გერმანიის საელჩოს განცხადებაზე

მიხედონ თავიანთ ქვეყანაში ძალიან სერიოზულ შიდა პრობლემებს. ჩვენთან იმეგობრონ, ამისთვის მზად ვართ, – განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ გერმანიის საელჩოს განცხადების შეფასებისას.
„რაც შეეხება გერმანიას, თავის დიდი პრობლემები აქვს. კოალიცია დაეშალათ და როგორც ვიცი, ახლა მარტში უწევთ უკვე . ვიმედოვნებ, მშვიდობიანად ჩაატარებენ ამ არჩევნებს. ყოველ შემთხვევაში, ამის მოლოდინი გვაქვს.
რაც შეეხება რევოლუციის ხსენებას ამ ისტორიული დღის გამოხმაურებასთან, ეს ვინ როგორ გაიგოო, ოპოზიციამ როგორ გაიგო თქვენ თვითონ აღნიშნეთ ხომ? ძალიან გულწრფელად ვამბობ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის გერმანელი ხალხის და გერმანიის პოზიცია. დაველოდოთ ეს მათ რიგგარეშე არჩევნებზეც გამოჩნდება. მოვუწოდებდი მათ, რომ თუ რამე რევოლუციები სწყურიათ, რაღაც სცენარების წერა სწყურიათ, შეუძლიათ ძალიან მარტივად თავიანთ ქვეყანაში იზრუნონ. კიდევ ერთხელ ვუსურვებ, რომ მშვიდობით ჩაატარონ ის რიგგარეშე არჩევნები“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ის არ იზიარებს ელჩის პათოსს, რომ მათი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ისტორიული ფაქტის შეფასება იყო.
„ძალიან არ მგონია. თუ ისტორიულ ფაქტებს გავყვებით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდზეა საუბარი და არ მინდა ძალიან სიღრმეებში შევიდე. მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველო ისტორიის რომელ მხარეს იდგას. მოკლედ, ამით შემოვიფარგლები. მიხედონ თავის ქვეყანაში ძალიან სერიოზულ შიდა პრობლემებს. შეგახსენებთ, რომ წლიდან წლამდე რეცესიით ასრულებს და ყველაზე დიდ ქარხნებს მიხედონ თავიანთ ქვეყანაში. თავიანთ ეკონომიკას მიხედონ და თავიანთ პოლიტიკურ სპექტრს მიხედონ. ჩვენთან იმეგობრონ და იპარტნიორონ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა კი ამის მაგალითია. გერმანიის საელჩოს ამ განცხადებას რადიკალური ოპოზიცია სათავისოდ იყენებს და რევოლუციის მოწოდებად იგებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილი მკურნალობას კი არ უნდა გადიოდეს, ის ციხიდან უნდა იხდიდეს ფულს და უყურებდეს, როგორ მკურნალობენ სხვა პატიმრები, რომლებმაც მისი ციხე გაიარეს – რომელ ღირსების შელახვაზეა ლაპარაკი, რომ გადაწყვიტონ, დააშარდონ თუ არ დააშარდონ პატიმარს?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: ჩვენი ორგანიზაციის წევრმა, გიორგი სიხარულიძემ, რომელიც 17-18 წლის იყო, საკნიდან გამოსულმა რომ დამინახა, თვალი ჩამიკრა და გამამხნევა, ამის გამო, ჩემს თვალწინ სცემეს სამაგალითოდ, ამაზე დარდობო?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!