ლანა გალდავა – საპროტესტო აქციები თბილისიდან უნდა დავიწყოთ და ყოველდღიურად უნდა შევუქმნათ დისკომფორტი ხელისუფლებას

“ქართულმა ოცნებამ” მაინც ვერ მოიგო თბილისი, დამარცხდნენ, ამიტომ საპროტესტო აქციები თბილისიდან უნდა დავიწყოთ და ყოველდღიურად უნდა შევუქმნათ დისკომფორტი ხელისუფლებას, – ამის შესახებ საპროტესტო მსვლელობისას კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა.
მისი თქმით, აქციებისა და მსვლელობების მიზანი ხელისუფლებისთვის დისკომფორტისა შექმნა და ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.
“ჩვენ, ოპოზიციამ მოვიგეთ , ჩვენმა ხალხმა მოიგო , მიუხედავად კრიმინალური სპეცოპერაციისა, რომელსაც ხმების მიტაცება ჰქვია. მათ [“ქართულმა ოცნებამ”] მაინც ვერ მოიგეს თბილისი, დამარცხდნენ, ამიტომ საპროტესტო აქციები თბილისიდან უნდა დავიწყოთ და ყოველდღიურად უნდა შევუქმნათ დისკომფორტი ხელისუფლებას იმისათვის, რომ გავაგონოთ ქართველი ხალხის მრავალჯერ ნათქვამი არჩევანი, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია”,- განაცხადა ლანა გალდავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან