თინა ბოკუჩავა, რომელიც არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, რომელიც არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს.
ბოკუჩავა პროკურატურის მხრიდან აღნიშნული საქმის გამოძიებას „აბსურდს“ უწოდებს და ამბობს, რომ გამოძიება საერთაშორისო აქტორების ჩართულობით უნდა ჩატარდეს.
„პროკურატურის მხრიდან რაიმეს გამოძიება, მაშინ, როდესაც თავად პროკურატურაც თანამონაწილეა ამ გაყალბების სპეცოპერაციის, ნონსენსი და აბსურდია. შესაბამისად, როგორც არაერთხელ განვაცხადე, არ ვაპირებ პროკურატურასთან თანამშრომლობას. გამოძიება, რომელიც უნდა შედგეს, აუცილებელია, რომ საერთაშორისო აქტორებისგან დაკომპლექტდეს და იმედი მაქვს, ასეც მოხდება, რათა გამოვლინდეს გაყალბების ის მასშტაბი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან