მედია: ტყუპი ძმები უკრაინიდან, რომლებიც ტრამპი-ზელენსკის “სკანდალური საუბრის” მოწმეები იყვნენ – მათგან ერთ-ერთი კონგრესში მოხვდა: ვინ არიან ვინდმანები

აშშ-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის კენ­ჭისყ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­ტარ­და, კონ­გრეს­მე­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი ევ­გე­ნი ვინდმა­ნი გახ­და. იგი პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის იმ­პიჩ­მენ­ტის საქ­მე­ში ერთ-ერთი მოწ­მე იყო. მან და მის­მა ტყუპ­მა ძმამ ალექ­სან­დრემ მსოფ­ლიო პო­პუ­ლა­რო­ბა 2019 წელს მო­ი­პო­ვეს, რო­დე­საც აცხა­დებ­დნენ, რომ დო­ნალდ ტრამ­პი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის შან­ტაჟს ცდი­ლობ­და.

  • ძმე­ბი ვინდმა­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბამ არა მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­სი და­აჩ­ქა­რა, არა­მედ შეც­ვა­ლა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტრამპმა ისი­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

მაგ­რამ ახლა, ამ მოვ­ლე­ნე­ბი­დან თით­ქმის ხუთი წლის შემ­დეგ, ვირ­ჯი­ნი­ე­ლებ­მა ხმა მის­ცეს ევ­გე­ნი ვინდმანს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­ში, რო­მე­ლიც კენ­ჭს იყ­რი­და რო­გორც დე­მოკ­რა­ტი კან­დი­და­ტი – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის­თვის, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თად იმარ­ჯვებ­და კონ­გრე­სის არ­ჩევ­ნებ­ში ვირ­ჯი­ნი­ა­ში, ეს დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა.

  • ტყუ­პი ძმე­ბი კი­ე­ვი­დან

ევ­გე­ნი და ალექ­სან­დრე ვინდმა­ნე­ბი და­ი­ბად­ნენ კი­ევ­ში, ებ­რა­ულ ოჯახ­ში, 1975 წელს. სამი წლის იყ­ვნენ, როცა დედა კი­ბო­თი გარ­და­იც­ვა­ლა, მა­მამ კი შვი­ლებ­თან ერ­თად ამე­რი­კა­ში გაქ­ცე­ვა გა­და­წყვი­ტა. ისი­ნი ნიუ-იორკში 1979 წლის შო­ბის ღა­მეს ჩა­ვიდ­ნენ, „ჯი­ბე­ში 759 დო­ლა­რით და ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის ღრმა რწმე­ნით“.