თბილისში, სამშენებლო ობიექტზე სატვირთო ავტომობილი დაგორდა – გარდაცვლილია მძღოლი

ორთაჭალაში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე სატვირთო ავტომობილი დაგორდა და გადაბრუნდა, რის შედეგადაც მძღოლი, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო