ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – ბრალდებები, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულების უკან თეირანი იდგა, სრულიად უსაფუძვლოა

ბრალდებები, რომ ს წინააღმდეგ შეთქმულების უკან თეირანი იდგა, სრულიად უსაფუძვლოა, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაის განცხადებას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ბრალდებებს, რომ ირანი -ის ყოფილი ან ამჟამინდელი ოფიციალური პირების მკვლელობის მცდელობაშია გარეული“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ირანის მოქალაქე, ირანის რეჟიმის ბრალდებით, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა. აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის ცნობით, ირანული რეჟიმი დონალდ ტრამპის გარდა სხვა ამერიკელი ოფიციალური პირების მკვლელობასაც გეგმავდა, კერძოდ ერთ-ერთი ამერიკელი ჟურნალისტის, რომელიც ირანული რეჟიმის კრიტიკოსია.
აშშ-ის იუსტიციის განცხადებით, გამოძიებაში ფიგურირებენ ირანის 51 წლის მოქალაქე ფარჰად შაქერი, რომელიც თავისუფლებაზე რჩება და სავარაუდოდ ირანში იმყოფება, ასევე აშშ-ის ორი მოქალაქე – 49 წლის კარლაილ რივერა და 36 წლის ჯონათან ლოუდგოლტი, რომლებიც 7 ნოემბერს, დააკავეს. გამოძიების თანახმად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა შაქერის დაავალა აშშ-ში ირანული რეჟიმის კრიტიკოსებისთვის ეთვალთვალა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ლიკვიდაცია მოეხდინა.