ოდესაში რუსეთის იერიშის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა

ოდესაში ს იერიშის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოდესის საოლქო პროკურატურის ცნობით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.
რუსული ძალების თავდასხმის შედეგად, ოდესაში საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და ავტომობილები დაზიანდა, მათ შორის 10 ავტომობილი სრულად დაიწვა.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ოდესაზე იერიში დრონების გამოყენებით დღეს ღამით განახორციელეს.