ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა

ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ბორელი ამბობს, ის ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევში მეხუთედ ჩავიდა. ეს ვიზიტი კი მისთვის უკანასკნელია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის რანგში.
“უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ჩემი მანდატის განმავლობაში პირადი პრიორიტეტი იყო და იგი ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში დარჩება“, – წერს ჯოზეფ ბორელი.