ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი და უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ

ევროკავშირი და უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საუბარს გამართავენ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 8 ნოემბერს ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეერთებულ შტატებთან რუსული აგრესიის შეკავების მნიშვნელობას განიხილავს, ვინაიდან ეს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ვითარებასაც უკავშირდება.
კითხვაზე, მზად არის თუ არა ევროკავშირი გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა იმ შემთხვევაში თუ ტრამპი უარს იტყვის ამაზე, ფონ დერ ლაიენმა 50 მილიარდი ევროს ოდენობის Ukraine Facility პროგრამა და “დიდი შვიდეულის” რუსული გაყინული აქტივებიდან კიევისთვის გადაცემული სესხი გაიხსენა.
„მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენთვის ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან უფრო მნიშვნელოვანია იმის განხილვა, რომ საფრთხეა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთლიანობაში გლობალური უსაფრთხოებისთვისაც. ვინაიდან არა უბრალოდ ავტოკრატიაა, რომლებიც დემოკრატიებს ემუქრება, არამედ ის სულ უფრო უახლოვდება ირანს, ჩრდილოეთ კორეას, რომლებიც ჩინეთთან ერთად ამ ომს კვებავენ,” – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსკოვის ამ ქვეყნებთან ალიანსი მოქმედებს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებაზეც, სადაც ჩინეთის შესაკავებლად საკუთარი ძალისხმევების კონცენტრირებას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტების დაგვიანების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა. თბილისის 175- საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია მიმდინარეობს, ორმა აბიტურიენტმა დაიგვიანა. როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, აბუტურიენტები – გოგონა და ბიჭი, საგამოცდო ცენტრთან, დაახლოებით, 5 და 7 წუთის დაგვიანებით გამოცხადდნენ. გოგონამ დაგვიანების მიზეზად დაასახელა ტაქსი, რომლის მძღოლმაც საგამოცდო ცენტრთან სულ სხვა მხრიდან მიიყვანა. ბიჭისთვის კი შემაფერხებელი საცობი აღმოჩნდა. გამოცდაზე დაგვიანებულ ახალგაზრდებს ადგილზე მყოფი მშობელები გამოესარჩლნენ და ცენტრის დაცვის თანამშრომლებს აპლიკანტების შენობაში შეშვება სთხოვეს, თუმცა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელმა აბიტურიენტებსაც და მათაც განუმარტა, რომ ერთი წუთის დაგვიანების შემთხვევაშიც კი, აბიტურიენტი გამოცდაზე აღარ დაიშვება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციიაც, პირველ სესიაზზე დაგვიანების 2 შემთხვევა აქვთ. “ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება”, – აცხადებენ NAEC-ში. 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 2 ივლისს დაიწყო და მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება.