“პირველად ვხედავთ, დამკვირვებლები ვერ ამბობენ, რომ საქართველოში ჩატარდა გამჭვირვალე არჩევნები” – ნატალია საბანაძე

“პირველად ვხედავთ, როდესაც საქართველოში დამკვირვებლები არჩევნებს დააკვირდნენ და ვერ ამბობს, რომ საქართველოში ჩატარდა ღია და გამჭვირვალე და რომ ეს არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდა. ეს მისია ხედავს, რომ დიდი ნაწილი ზეწოლის, ზეგავლენის, რომელმაც თავისი შედეგი იქონია არჩევნებზე, მოხდა არა არჩევნების დღეს, არამედ მანამდე. ის, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის სათამაშო ველი იყო ძალიან არათანაბარი, არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტები, როგორ ხდებოდა დაკომპლექტება კომისიების და ა.შ.. ამის გარდა, ხედავდნენ იმასაც, რომ იყო საკმაოდ სერიოზული ზეწოლა თანამშრომლებზე, განსაკუთრებით, რეგიონებში. არჩევნების გაყალბების მეთოდები ყოველ წელს უფრო და უფრო იხვეწება”.