“მამუკა ხაზარაძე, ძალიან გთხოვ, აკონტროლე საკუთარი ვნებები და ნუ დააზიანებ ერთობას” – სარიშვილი

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:
პატარა ადამიანებს ახასიათებთ გულისწყვეტა იმის მიმართ, ვისზეც ხვდებიან რომ მასზე მეტია, თუნდაც პატიმარი. გარდაცვლილებისაც შურთ პატარა ადამიანებს, ეს შური კი ისეთი ოხერი რამეა, ისეთ დროს ამოგიხტება და სრულიად უადგილოდ და უდროოდ ისეთ რამეს გათქმევინებს, კიდევ უფრო პატარავდები და სასაცილო ხდები. , ძალიან გთხოვ, აკონტროლე საკუთარი ვნებები და ნუ დააზიანებ ერთობას ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში. შენთვისაც ასე აჯობებს და საქმისთვისაც.