ქვეყნის პრემიერს, ირაკლი კობახიძეს ISFED -ს მტკიცებულებებზე საუბრისას, ამბობს:
“ხავსს ეჭიდება ახლა მთლიანად ოპოზიცია, მათ შორის ISFED. ვეღარ მოახერხეს მათ ე.წ. პვტ გაყალბება, იმიტომ, რომ წინა არჩევნებზე ეს ტყვია უკვე გაისროლეს, ახლა ცდილობენ, რომ განსხვავებული რაღაც ინსტრუმენტებით სცადონ ჩრდილის მიყენება ამ არჩევნებისთვის და ამიტომ არ აქვეყნებენ მათ შორის ახალ, გაუყალბებელ პვტ-ს. ყველაფრიდან ჩანს, რომ ასეთ ორგანიზაციებს აქვთ თავიდან-ბოლომდე პოლიტიკური დღის წესრიგი. ისინი არიან კოლექტიური “ნაცმოძრაობის” უბრალო დანამატი და შესაბამისად, ამ მიზნებით მოქმედებენ”
“სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, ცესკომ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ზოგ უბანზე შესაძლოა, კაცების აქტივობა მაღალი იყოს.
საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ “ცდომილება” ქალებისა და კაცების რაოდენობას შორის საარჩევნო უბნებზე დასაქმებული ადამიანების ბრალია.