ირაკლი კობახიძე – ბუდაპეშტში ვიზიტი იყო ძალიან პროდუქტიული, გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები ლიდერებთან

[ბუდაპეშტში ვიზიტი] მთლიანობაში იყო ძალიან პროდუქტიული – გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები ლიდერებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სხვადასხვა ლიდერთან შეხვედრისას, მან ისაუბრა საქართველოზე და ქვეყნის განვითარებაზე.
„რაც შეეხება [ვიზიტის დროს გამართულ] შეხვედრებს, ჩვენ ევროკავშირის ერთ-ერთ წევრი ქვეყნის ლიდერთან შეხვედრა გვქონდა, კერძოდ რობერტ ფიცოსთან. ეს ძალიან კარგი, მეგობრული შეხვედრა იყო. ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. რობერტ ფიცომ სლოვაკეთში მიმიწვია, ამისთვის მას კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. შეხვედრა მქონდა ასევე, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა მასთან. აგრეთვე, შევხვდი სერბეთის პრემიერ-მინისტრს.
გარდა ამისა, საშუალება მქონდა შესვენების დროს გავსაუბრებოდი 10-ზე მეტ ლიდერს. ესენი იყვნენ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ასევე არაწევრი, მაგრამ კანდიდატი ქვეყნების ლიდერები.
[ბუდაპეშტში ვიზიტი] მთლიანობაში იყო ძალიან პროდუქტიული. მნიშვნელოვანი საუბრები გვქონდა ლიდერებთან. საუბარი მქონდა იმ თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას. [ჩვენ] ეს ფორმატი ამისათვის მაქსიმალურად გამოვიყენეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ