ირაკლი კობახიძე – NGO-ებს რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა ჰქონდათ – არ შეიძლება გამჭვირვალე იყოს მთავრობა, საბანკო სექტორი, კერძო სექტორი და ერთადერთი კუნძული გაუმჭვირვალობისა და ბუნდოვანობის იყოს NGO სფერო

NGO-ებს ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა ჰქონდათ – არ შეიძლება გამჭვირვალე იყოს მთავრობა, საბანკო სექტორი, კერძო სექტორი და ერთადერთი კუნძული გაუმჭვირვალობისა და ბუნდოვანობის იყოს NGO სფერო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, NGO-ები საკუთარი მონაწილეობით მთავრობის ფორმირებას ითხოვდნენ, რაც კობახიძის შეფასებით, მათი რევოლუციის მეორე მცდელობა იყო, რომელიც უცხოური ფულით წარმოებდა.
„NGO-ებს ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა ჰქონდათ, ჯერ იყო 2020-2021 წლები, როცა მათ პარალელური დათვლის შედეგები გააყალბეს და ამით საფუძველი პირველ რევოლუციურ სცენარს დაუდეს.
2022 წელს მათ ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მეორე მცდელობა, აქ უკვე უშუალოდ ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ, NGO-ები ითხოვდნენ საკუთარი მონაწილეობით, მთავრობის ფორმირებას, ეს რევოლუციის მეორე მცდელობა იყო და ეს მცდელობა წარმოებდა უცხოური ფულით.
ეს არის საინტერესო და დღესაც ისინი ცდილობენ, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეიცვალოს ხელისუფლება, ეს არის უკვე მე-3 სუსტი მცდელობა.
ასეთ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისთვის ამ NGO-ების საქმიანობა იყო გამჭვირვალე, არ შეიძლება გამჭვირვალე იყოს მთავრობა, საბანკო სექტორი, კერძო სექტორი და ერთადერთი კუნძული გაუმჭვირვალობისა და ბუნდოვანობის იყოს NGO სფერო.
თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ NGO-ები ერთადერთ ბუნდოვან სუბიექტებად უნდა დარჩნენ, კი ბატონო, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე”,- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ