შალვა პაპუაშვილი – ვხედავთ, დეზინფორმაცია, რომელიც საქართველოს მიმართ ვრცელდება, ძირითადად, ევროპელი პოლიტიკოსებისგან მოდის

ვხედავთ, რომ დეზინფორმაცია, რომელიც საქართველოს მიმართ ვრცელდება, ძირითადად, ევროპელი პოლიტიკოსებისგან მოდის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები და ახლაც მისივე შეფასებით ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ.
„დაგვიანონსეს, რომ ორშაბათს და სამშაბათს გვესტუმრებიან, სხვადასხვა პარლამენტის წარმომადგენლები, რომლებიც აქ წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი, დამარცხდნენ აქ არჩევნებში, ახლა უნდათ, რომ რამენაირად ზიანი მიაყენონ ქართველ ხალხს.
რეალობა არის სხვა რამე და ეს რეალობა იმარჯვებს დღევანდელ სამყაროში, როცა მე დონალდ ტრამპს მივულოცე არჩევნებში გამარჯვება, იქაც აღვნიშნე, რომ ეს არის ნიშანი, რომ საღი აზრი იმარჯვებს და აღქმებზე რეალობა, რაციონალიზმი გაიმარჯვებს, და ამის იმედი მაქვს და ამ იმედით შევყურებთ მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას მსოფლიოში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა