დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ , მარნეული, გუგუთის საავტომობილო გზიდან, სოფელ მაშავერაში მისასვლელი გზის და სიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, კახა პეტრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა , მარნეული, გუგუთის საავტომობილო გზიდან, სოფელ მაშავერაში მისასვლელი გზის და სიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე შეაფასეს.
ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ორივე პროექტის ბიუჯეტი ორ მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
„პროექტის ფარგლებში, სოფელ მაშავერაში დაახლოებით 2 კილომეტრიანი ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები ეწყობა, ხოლო სიონის ქუჩაზე ასფალტის საფარი.
ორივე პროექტის ღირებულება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 2 000 000 ლარს შეადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“