შალვა პაპუაშვილი – 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ოთხი პარტია „ნაციონალურ მოძრაობად“ გაფორმდა – ყველანი „ნაცები“ არიან!

26 ოქტომბრის ს შედეგად ეს ოთხი პარტია „ნაციონალურ მოძრაობად“ გაფორმდა – 26 ოქტომბრის შემდეგ, „ნაცები“ არიან ყველა! როცა ურთიერთობა „ნაცებთან“ გაქვს, ჩვენი დამოკიდებულებაც შესაბამისი იქნება, – ეს განცხადება ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულმა პარტიებმა “უცხოეთიდან კარნახით“ შეიმუშავეს ტაქტიკა და იმ მიზნით, რომ ბარიერი ყველას გადაელახა და “ქართული ოცნებისთვის“ ზიანი მიეყენებინათ, ერთმანეთზე ხელოვნურად ანაწილებდნენ ხმებს.
“უცხოეთიდან კარნახით შეიმუშავეს ტაქტიკა, რომ რაც შეიძლება ბევრ პარტიას გადაელახა ბარიერი, ამის პროპორციულად “ქართულ ოცნებას“ ზიანი მიყენებოდა და უმრავლესობა არ ჰქონოდა.
ამ ტაქტიკაში ისინი ერთად იყვნენ, ერთმანეთზე ხელოვნურად ანაწილებდნენ ხმებს, რათა 5%-იანი ბარიერი ყველას გადაელახა – ხმას საკუთარ თავს აკლებდნენ, სხვას უმატებდნენ, რათა ასე გაებევრებიათ და გაეზავებინათ არჩევანი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.