“გოგლიჩიძე ერთ მატჩში მაინც სასტარტოში იქნება” – ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

“ერთა ლიგაზე” გადამწყვეტი მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.
ვილი სანიოლი: “უკანასკნელი 2-3 წლის მანძილზე მსგავსი ტაქტიკური სქემით ვთამაშობთ. ალბანეთთან მისი შეცვლა სიტუაციამ მოითხოვა, ისე კი ხშირი ცვლილებების მომხრე არ ვარ. როცა ფეხბურთელები შეკრებაზე ჩამოდიან, მათ უნდა ჰქონდეთ მოლოდინები, თუ როგორ ვითამაშებთ.
მომავალში ილია ბერიაშვილის გამოძახება? ვაცნობიერებთ, რომ დაცვაში ვეტერანი მცველები გვყავს. წარსულშიც არაერთი უკანახაზელი გამოვცადეთ – კალანდაძე, ხვადაგიანი. შესაძლებელია, ვინმე უცებ გამოჩნდეს, მაგალითად, ასეთი გოგლიჩიძეა. ნოემბერში, მინიმუმ, ერთ მატჩში
ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
მიქაუტაძისა და დავითაშვილის დაპირისპირება საინტერესოა. ჩემი სიმპათიები “სენტ ეტიენისკენაა”, მაგრამ მთავარი ჩვენი ფეხბურთელების ფორმაა. დავითაშვილმა ბოლო პერიოდში სერიოზულად მოუმატა. თავდაჯერება მოემატა გიორგი მიქაუტაძეს და თავდაჯერებული გიორგი ძალიან გვჭირდება!..
მექვაბიშვილი და კვეკვესკირი ყოველთვის ჩვენი გუნდის ნაწილი იყვნენ. ბოლო დროს ერთს ტრავმა ჰქონდა, მეორეს პრაქტიკა აკლდა, ახლა კი ყველაფერი მოგვარდა და ისინი აქ არიან. ყოველთვის ვცდილობდი, მექვაბიშვილი გუნდის ნაწილი მაშინაც ყოფილიყო, როცა გუნდთან ერთად არ იყო, კვეკვესკირის როლი კი გასახდელში დიდია. ახლა ალთუნაშვილი და ნონიკაშვილი არ არიან და ეს ხაზს კონკურენციას უსვამს.
ალბანეთთან შეხვედრაში სკამზე შემტევების ნაკლებობა იყო. ტაქტიკურმა ცვლილებებმა არ გაამართლა, მაგრამ შეხვედრას რამდენჯერმე ვუყურე და ქულას მაინც ვიმსახურებდით. ბოლო ერთი წლის მანძილზე ნაკრებმა სწრაფ განვითარებას მიაღწია. ამის მუდმივად შენარჩუნება რთული იქნებოდა. სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ და დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი აქაა. მომდევნო ორი მატჩი სწორედ ამის დამტკიცების შესაძლებლობას მოგვცემს.
არაერთხელ აღვნიშნე, რომ რთულ ჯგუფში ვიყავით. გულშემატკივრებს პირველი ადგილი სურთ. ჩემი, როგორც მთავარი მწვრთნელის ამოცანაა, ამ დონეზე სტაბილურობას მივაღწიო. პორტუგალიასთან და სხვა ძლიერ ნაკრებებთან დაპირისპირება გამონაკლისი არ უნდა იყოს. ნოემბერში მეტი კონცენტრაცია, გუნდურობა და უკეთესი მენტალილეტი გვმართებს!..
გუნდში მშვენიერი განწყობაა. ფეხბურთელებს ბოლო ერთი წლის “გადახარშვა” სჭირდებათ, რაც მარტივი არაა. სულ იმის ახსნა მიწევს, რომ უწყვეტი შრომის გარეშე განვითარება არ არსებობს. კარგი მაგალითია. მას პირველი სეზონის შემდეგ გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ გაიაზრა, რომ ძველებურად უნდა ემუშავა.
გულიაშვილის შესაძლებლობების უშუალოდ ნახვა მსურდა. ბოსნიის ჩემპიონატი არაა მაღალი დონის შეჯიბრი, მაგრამ გულიაშვილი ძალიან მონდომებულია და მას შანსი მომავალშიც მიეცემა… რაც შეეხება გოგლიჩიძეს, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი იტალიაში თამაშობს, ის ეროვნულ გუნდშიც უნდა თამაშობდეს. ახალგაზრდულ ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ!..
ს ჩვენთან ბევრი პრობლემა მათ შემტევ ხაზს არ შეუქმნია. აგრესია გვაკლდა, არადა, ჩვენ წარმატებას მის ხარჯზე მივაღწიეთ. ახლა მისი დაბრუნება გვჭირდება!..
ყველა ჩემს ფეხბურთელს ვუსურვებ, წამყვან კლუბებში თამაშობდნენ, მაგრამ საფეხბურთო ბაზარზე სხვა ვითარებაა. მათ ვურჩევ, ასეთივე შრომა განაგრძონ!..”

ალექსანდრე იაშვილი: “იმედი მაქვს, სტადიონი 21-წლმდელთა ნაკრების შეხვედრაშიც გაივსება, გულშემატკივართა მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ს “დინამო” ბოლო პერიოდში საკუთარ არენაზე არ თამაშობდა. დარწმუნებული ვარ, ბათუმში საფარი საუკეთესო ვითარებაში დაგვხვდება. ჩვენი თამაშისთვის კარგ საფარს დიდი მნიშვნელობა აქვს.

სიგუა ბოლომდე მზად რომ არ იყოს, სვანაძე ახალგაზრდულში არ გამოიძახებდა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო მას ბევრი გაუცდა, მთავარი მისი ჯანმრთელობაა.

მნიშვნელოვანია, ნაკრებმა რეგიონებშიც ითამაშოს. ქართველმა გულშემატკივრებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ნაკრების წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებენ!..

ზივზივაძე კარგ სეზონს ატარებს. იმედია, ბუნდესლიგაში დაწინაურდებიან. ნაკრებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მაღალ დონეზე რაც უფრო მეტი ითამაშებს!..”

ვილი სანიოლმა უკრაინასთან და ჩეხეთთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა