ზურაბ გურული: შესანიშნავი დებიუტია ახალ პარტიაში. კლასიკური პუტინისათვის. ხაზგასმული რუსული უზრდელობა და თავხედობა. ოღონდ, რამდენად გონივრულია ასეთი დებიუტი ტრამპთან…

“” ცივად შეხვდა ტრამპის გამარჯვებას; მან თავის სპიკერს დაავალა ოფიციალური მილოცვა. თუ ამერიკელებს სურთ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება გაახერხონ, მათ ეს უნდა დაიმსახურონ” – აცხადებს ჟურნალ “TIME” -ის საერთაშორისო პოლიტიკის ცნობილი მიმომხილველი, საიმონ შუსტერი.
შუსტერს ასევე არგუმენტად მოჰყავს რუსული პოლიტიკის ამერიკელი ექსპერტის, ნინა ხრუშჩევას ციტატა: “-თუ გსურს მორიგება, მუხლებზე ხოხვით უნდა მოხვიდე ჩემთან -ეს არის პუტინის მესიჯი”.
შესანიშნავი დებიუტია ახალ პარტიაში. კლასიკური პუტინისათვის. ხაზგასმული რუსული უზრდელობა და თავხედობა. ოღონდ, რამდენად გონივრულია ასეთი დებიუტი ტრამპთან, რომელიც ამჟამად მეცხრე ცაზეა სიამაყით, თავბრუდამხვევი გამარჯვების შემდეგ, მალე გამოჩნდება.
რამდენიმე დღეში დანამდვილებით გავიგებთ, რომელ პორტფელს ჩაიბარებს მაიკ პომპეო, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორიც იყო და საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფიც. პომპეოს შესანიშნავი გეგმა აქვს რუსებისათვის. ამის შესახებ ის “TIME”-ის ჟურნალისტს სექტემბერში, კიევში ვიზიტის დროს ესაუბრა. პომპეოს გეგმის თანახმად:
1) ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ კიდევ უნდა გაამკაცროს სანქციები;
2) უკრაინისათვის მიწოდებულ ამერიკულ იარაღზე სრულიად და უპირობოდ მოხსნას გამოყენების შეზღუდვები;
3) დაიწყოს “ლენდ-ლიზის” ახალი, 500 მილიარდ-დოლარიანი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შეისყიდის ამერიკულ იარაღს.
ობიექტურობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ვიცე-პრეზიდენტ ვენსსაც აქვს თავისი ხედვა უკრაინასთან დაკავშირებით, რაც კონფლიქტის გაყინვას, ბუფერული ზონების შექმნას და რუსეთთან დამცავი კედელის აშენებას გულისხმობს, რათა დარჩენილმა უკრაინამ მშვიდობიანი განვითარება შეძლოს.
ცხადია, ვენსი ძალიან ცდილობდა ეკეკლუცა თავის ამომრჩევლების სპექტრთან, რომლებიც დიდად ვერ ერკვევიან გლობალურ გეო-პოლიტიკაში, მაგრამ ახლა დიდებულად არის მოგებული და პრეზიდენტ ტრამპს სხვა პრიორიტეტები აქვს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ “შერიფი” ისევ ფორმაშია.
შესაბამისად, ლოგიკურად, გამოცდილი მზვერავისა და დიპლომატის, მაიკ პომპეოს რჩევებს უნდა გაჰყვეს და არა “ყვინჩილა” ვენსის. საბედნიეროდ, ბატონი ვლადიმერი მას უკვე ძალიან “ეხმარება” სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
პუტინის მკვახე განწყობა ძალიან აძლევს ხელს პრეზიდენტ ზელენსკისაც. იმედია, გამოცდილი მსახიობი ზუსტად შეარჩევს საჭირო “სიმებს” ტრამპთან საუბრისას. მან კარგად იცის “ბავშვებთან” მოპყრობის წესები და არ უნდა შეეშალოს დიდი ალბათობით.
პარალელურად, შავი დღეები უახლოვდება ირანს და მის “აპენდიქსებს”, რომლებსაც ნაკლებად ეცლებათ ს პირდაპირი და ირიბი დახმარებისათვის. ბევრი თავსამტვრევი აქვს ჩინეთსაც. მას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები და გამოწვევები ელის.
დებიუტი იმედისმომცემია. დაველოდოთ მიტელშპილის განვითარებას …” – წერს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .

ასევე დაგაინტერესებთ