“პირველი, რაც მე ნამდვილად ვიცი, არის ქართველი ხალხის გულწრფელი მისწრაფება ევროკავშირისკენ და ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი. ამავე დროს, ჩატარდა არჩევნები, რომელზეც არის გაყალბების სერიოზული ეჭვები და ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული. ჩვენ გვჭირდება დარწმუნება, რომ ყველაფერი გაკეთებული იყო სამართლიანად და გამჭვირვალედ, რაზეც ახლა სერიოზული ეჭვები არსებობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მე იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა მოსაზრებები გავუზიარო პრემიერმინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენ ევროპულ საბჭოში შევაფასებთ სიტუაციას და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელი ლიდერები მკაფიო სიგნალს გააგზავნიან” – თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა “მთავარი არხის” კითხვის საპასუხოდ.