ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში რობერტ ფიცოს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სლოვაკ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სექტორულ თანამშრომლობაზე, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოტენციალსა და ტურიზმის ხელშეწყობაზე. პრემიერ-მინისტრმა სლოვაკი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.