ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ხუთი გატანილი გოლით სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაზე “ნაპოლის” ბომბარდირია, შეიძლება ოქტომბერშიც იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.
კვარაცხელიას გარდა დასახელებულ კანდიდატთა შორის იასინ ადლი (ფიორენტინა), ფრანსისკო კონსეისაო (იუვენტუსი), ნუნო ტავარეში (ლაციო), მატეო რეტეგი (ატალანტა) და მარკუს ტიურამი (ინტერი) არიან. ხმის მიცემა სერია A-ს საიტზე მიმდინარეობს.
კვარაცხელიამ თავის პირველ სეზონში სამჯერ მიიღო თვის MVP-ის ჯილდო, ამა წლის სექტემბერში საუკეთესოდ აღიარეს და ნომინანტთა შორის აგვისტოშიც იყო. ასე რომ, ამ სეზონში ჯილდოს ნომინანტებში სამივე თვეში იყო და ზოგიერთის მიერ მისი კრიტიკა ცოტა
არ იყოს უცნაურია.