ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიის შენობასთან ხმაურია

ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიის შენობასთან ხმაურია. ადგილზე შეკრებილი პოლიტიკოსები და მოქალაქეები სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ.
როგორც „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, კანონით სხდომა საჯაროა და მოქალაქეებს დასწრების უფლება აქვთ, თუმცა სამართალდამცავებმა „გაამაგრეს ქაჯეთის ციხე, რადგან უკანონობას სჩადიან”.
„თქვენ პირდაპირ არღვევთ კანონმდებლობას. შეუშვით ხალხი! ჩვეულებრივი საჯარო წარმოებაა, მოქალაქეებს აქვთ უფლება დაესწრონ სხდომას. რა ოქმი უნდა შეაჯამონ პირწმინდად წააგეს თბილისi. გაყალბებული არჩევნები წააგეს. ეს არის სახელმწიფო უწყება? სხდომა არის საჯარო, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს და უნდა შეუშვან მოქალაქეები. გაამაგრეს ქაჯეთის ციხე, რადგან უკანონობას სჩადიან”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
დღეს საქართველოს მასშტაბით ყველა საოლქო კომისიაში სხდომაა ჩანიშნული, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ოქმები უნდა დაიწეროს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს