ზურაბიშვილი ფინეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, ბუდაპეშტში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე, ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაცია განაახლა – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დღეს პრეზიდენტმა გამართა კომუნიკაცია ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდერ სტაბთან და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის საკითხთა მინისტრთან ბენჟამინ ჰადადთან”, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო