თბილისის სააპელაციო სასამართლომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის ფარულობის დარღვევაზე არასამთავრობოების სარჩელები არ დააკმაყოფილა.
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ თითქმის 24 საათიანი განხილვის შედეგად, არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის ფაქტის გამო, ბათილად ეცნო აღმოსავლეთ საქართველოს ყველა, 1293 ტექნოლოგიური უბანი.
ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება“ – წერია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში
სააპელაციო სასამართლოში განხილვა გუშინ, 6 ნოემბრის შუადღეს დაიწყო.