რას სთავაზობს მომხმარებელს კომპანია “აკუსტიკო”?

ხმის იზოლაცია, ვიბროიზოლაცია აკუსტიკა, პროფესიული გახმოვანება, განათება და სცენა, – სწორედ ამ სერვისებს აერთიანებს კომპანია „აკუსტიკო“, რომელიც ბაზარზე 10 წელია ოპერირებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ავთანდილ კრავეიშვილი BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ საუბრობს, ბიზნესი სწორედ მაშინ დაიწყეს, როდესაც საქართველოს ბაზარზე ჯერ კიდევ აკუსტიკური სერვისები ცნობილი არ იყო. თუმცა, 10 წლიანი ოპერირების თავზე, კრავეიშვილი აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა ცნობიერება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
„ბიზნესის დაწყებამდე, მქონდა განვადების ბარათი, რითაც თვითმფრინავის ბილეთი ვიყიდე, სასტუმრო შვედეთში დავჯავშნე, იმ იმედით, რომ იქ შევხვდებოდი ისეთ ადამიანებს, რომელსაც გავიცნობდი და დავაინტერესებდი. აქ საუბარი იყო კომპანია Saint gobain-ის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის საქართველოში შემოსვლის იდეაზე. მომავალში ვხედავდი შედეგს, რომელიც უკვე გავაწარსულე. ამან რა თქმა უნდა, გაამართლა. დღემდე წარმატებით ვთანამშრომლობთ ამ კომპანიასთან და მის ბრენდებთან.
ძალიან მსიამოვნებს, როდესაც მომხმარებლები გვირეკავენ, საუბარია მათ საჭიროებებზე და ისე საუბრობენ, როგორც მე 10 წლის წინ ვსაუბრობდი. ძალიან მიხარია, რომ შევძელით და მომხმარებელთა ცნობიერება გავზარდეთ. ამისთვის ძალიან დიდი კონტრიბუცია გავიღეთ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკურენტული ბაზარი შედგა. არსებობენ პირდაპირი და ირიბი კონკურენტები. დღეს გუნდში 8 ადამიანი ვართ. მნიშვნელოვნად დიდი ნაბიჯები გადაიდგა იმ კუთხით, რომ კომპანიაში არ იყოს 1 აკუსტიკის კონსულტანტი, არამედ დელეგირებული იყოს ფუნქციები და გაჩნდეს 2 და 3 აკუსტიკის კონსულტანტი. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვუზიარებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას იგივე სტუდენტებს შესაბამისი ფაკულტეტის მიხედვით“, – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
რაც შეეხება მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, კრავეიშვილის თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანია კომპანიის სწორი და ეფექტური ოპერირებისთვის, ეს იქნება პროგრამული უზრუნველყოფა, საზომი ხელსაწყოები, რითაც კომპანია ბაზარზე ლიდერია. მისივე ცნობით, კომპანია პირველია საქართველოში, რომელმაც სთან თანამშრომლობით პროფესიული პასუხისმგებლობის პოლისი მიიღო.