23 უბანზე, არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა, აღემატება სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველს – ISFED

23 უბანზე, არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა, აღემატება სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველს – ISFED
კიდევ ერთი საყურადღებო ტენდენცია, რომელიც სავარაუდო მანიპულაციებზე მიუთითებს – “სამართლიანი ” 26 ოქტომბრის არჩევნებზე გენდერულ ნაწილთან დაკავშირებით ავრცელებს ინფორმაციას. ორგანიზაციამ ცესკოსგან გამოითხოვა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ზოგიერთ უბანზე არჩევნებზე იმაზე მეტი კაცი მივიდა, ვიდრე ერთიან საარჩევნო სიაში იყო რეგისტრირებული:
მივმართეთ ცესკოს და გამოვითხოვეთ ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ქალებისა და კაცების მიხედვით. მოწოდებული ინფორმაციის პირველადმა ანალიზმა გამოკვეთა, რომ საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში, ქალი და კაცის ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ, ან არაბუნებრივ მახასიათებლებს. მაგალითად, 62 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული სიიდან კაცი ამომრჩევლის აქტივობა 80-დან 100%-მდე იყო, ქალების აქტივობა იყო 57%. გარდა ამისა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოიკვეთა ფაქტები, როდესაც ამომრჩევლის აქტივობა თეორიულად გამორიცხულ მაჩვენებელსაც უტოლდება. მაგალითად, მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 100%-ზე მაღალია ზოგიერთ უბანზე კაცების აქტივობა, ვიდრე ისინი სიაში იყვნენ რეგისტრირებული. რომ დავაზუსტოთ, სიაში რეგისტრირებულ კაცთა 100%-ზე მეტის მონაწილეობა დაფიქსირდა არჩევნებში, რაც ვალიდურობის შემთხვევაში, მოცემულ საარჩევნო უბნებზე მომხდარ მანიპულაციებზე მიუთითებს. გამოვლინდა, რომ 275 საარჩევნო უბანზე, ერთიანი სიიდან კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20%-ულ პუნქტზე მაღალია, მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე ეს გადახრა კაცი ამომრჩევლის მეტობითაა, ხოლო 32 საარჩევნო უბანზე ქალი ამომრჩევლების.
გვაქვს 23 საარჩევნო უბანი, სადაც არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა, აღემატება ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველს” აცხადებენ ISFED-ში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას