სახალხო დამცველი -ს საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური საქართველოში -ს საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივ მრჩეველს ჩარლზ შმიტსსა და აშშ-ს საერთაშორისო სააგენტოს (USAID) დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჯეფ გობელს შეხვნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრა დღეს გაიმართა.
„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო განიხილეს. სახალხო დამცველმა სტუმრებს არჩევნებზე ზედამხედველობის მიმართულებით აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო; ისაუბრა, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე და უფლებამოსილების შესაბამისად განხორციელებულ რეაგირებაზე.
შეხვედრაზე USAID-სა და სახალხო დამცველს შორის პარტნიორობის პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს და მისი გაგრძელების შესაძლებლობებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ INL-ის დირექტორი ჯეიმი შაფლბერგერი და საქართველოში აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი კერი მაკინტოში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”