გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო საქართველოს რკინიგზა 16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დამატებითი რეისი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 12:50 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით – 00:30 საათზე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: რკინიგზის ვებგვერდის საშუალებით; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/aragchi-H7l5Nt-300x159.jpeg)