ბაიდენმა ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია

ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩვენებში გამარჯვება მიულოცა და ვაშინგტონში, თეთრ სახლში მიიწვია ხელისუფლების გადაცემის საკითხების განსახილველად. ამის შესახებ ამერიკული მედიასაშუალებები, მათ შორის ტელეკომპანია CNN-ი და სააგენტო AP იუწყებიან თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.
პრეზიდენტი ბაიდენი ტრამპს ტელეფონით 6 ნოემბერს ესაუბრა. დღეს, 7 ნოემბერს ამერიკელებისადმი მიმართვას გეგმავს.
არჩეული პრეზიდენტის შტაბმა განაცხადა, რომ დიდად აფასებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სატელეფონო ზარს და მოუთმენლად ელოდება შეხვედრას, რომელიც უახლოეს ხანში გაიმართება.
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი .
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
· 78 წლის მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი -ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
· 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ გაყალბდა.
· 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.
· მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.
· კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი. საქმე აღძრულია ტრამპის წინააღმდეგაც.
ფორუმი