„მოსამართლემ, არ აქვს მნიშვნელობა, რა დავინახეთო“ – იურისტი სააპელაციოში ხმის ფარულობის პროცესზე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, გიორგი აბულაძე ამბობს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხმის ფარულობაზე ექსპერიმენტი ცესკოს ჩაატარობინა, ხოლო როცა სხდომის თავმჯდომარის მიერ შეცურებულ ბიულეტენში ხმის ფარულობა დაირღვა, მოსამართლემ განაცხადა, რომ ექსპერიმენტი დასრულებული იყო, როცა ის ცესკოს თანამშრომელმა ჩაატარა.
როგორც აბულაძე ყვება, ცესკოს შუამდგომლობით, ექსპერიმენტი თავიდან ტარდება, რათა საქმეს თეთრიწყაროს სასამართლოს ანალოგიური ექსპერიმენტი არ დაერთოს.
· თეთრიწყაროს ექსპერიმენტის საფუძველზე, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ამ ოლქში შედეგები ბათილად გამოაცხადა
ექსპერიმენტის ჩატარება სასამართლომ ცესკოს თანამშრომელს დაავალა, რომელიც საინფორმაციო-სასწავლო შეხვედრებზე იყო ხოლმე ინსტრუქტორი.
პირველი შეცურებისას მაინც შევძელი წრის დანახვა. ამის შემდეგ, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს ჩამოსულიყვნენ და თავად ენახათ ექსპერიმენტის შედეგები. ამჯერად, ცესკოს თანამშრომელმა ბოლომდე მიაყოლა კონვერტი და რა თქმა უნდა, არ გამოჩნდა არჩევანი. თუმცა ცესკოს საინფორმაციო ვიდეოში ასეთი ინსტრუქცია ამომრჩევლებისთვის არ ყოფილა და ვერც ამომრჩეველი შეძლებდა ასე კონვერტის მიყოლებას პირველივე ცდისას“, – წერს აბულაძე.
მისი თქმით, შემდეგ „საიას“ გუნდმა სთხოვა მოსამართლეს, თავად ჩაეტარებინა ექსპერიმენტი – „ამჯერად, შევძელით არჩევანის თანახვად. [ეს შეძლეს] თავად მოსამართლეებმაც“.
„ბოლოს, როდესაც აღინიშნა, რომ მოსამართლეებმაც დაინახეს ბიულეტენის უკან აღნიშვნა, ამაზე [მოსამართლე] გვრიტიშვილმა გაგვიცხადა – ექსპერიმენტი დასრულდა როცა ცესკოს თანამშრომელმა მოათავსა ბიულეტენი. მერე რა დავინახეთ, არ აქვს მნიშვნელობაო. უტიფრობა ასე პირისპირ, პირველად დავინახე“, – ამბობს იურისტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად